вторник, 1 декабря 2009 г.

მისალმება

მოგესალმებით ყველას, ვინც კი  მოინახულებს ჩემს ბლოგს. მე გაზიარებთ ჩემს პოეზიას. როგორ მოგეწონებათ თქვენ განსაჯეთ

მონატრება

ნისლიანი დღეა და
ფიქრის წვიმა მოდის,
სამშობლოში დაბრუნება
მეღირსება როდის.

შენს ღრუბლებში დავფრინავ,
ფიქრით ყველას ვწვდები,
რა ძნელია უშენობა
მხოლოდ ეხლა ვხვდები.

ნოსტალგია ჩემი ქვეყნის
მიწისა და მდელოს
მოვა დრო და დავბრუნდები
და გავიტან ლელოს.

ფიქრის წვიმა მასველებს
გული შენკენ მოდის
ჩემს ოჯახში დაბრუნება
მეღირსება როდის?!

2003 წელი 21 აგვისტო. ბელგია, ბრიუსელი

ჩემს საყვარელ შვილიშვილს, მინდია ამბარდნიშვილს

გაზაფხული შემოსულა დღეს
უშენობა გულს ძალიან მტკენს
ვეღარ იტევს , ამდენ დარდს და ვარამს
მენატრები, მენატრები, ბე!

ოცნებაში შენთან მძინავს ,ბე
გეფერები, გეფერები ბევრს
ბებერ გულმა გაიწია შორს.
სინანულის გრძნობა მიპყრობს დღეს.

გარბის წლები და მიფრინავს დრო
მე კი ვეღარ დავეწევი მას,
განშორების წუხილი და დარდი
ღმერთო, კიდევ შემახვედრე მას.

გაზაფხულდა აყვავილდა ნუში
ია, ვარდის სურნელია ყველგან,
მოვა დრო და ისევ მოვალ შენთან
მოგეხვევი, მოგეხვევი ყელთან.

დაღამდა და მიილია დღეც
შენზე ფიქრი მომეძალა კვლავ
უშენობა გულს ძალიან მტკენს
მენატრები, მენატრები, ბე!

2003 წელი 25 აპრილი . ბელგია , ბრიუსელი

მირონცხება

ჩემო პატარა ნათლი-მირონი
მე, მიჩუქნია შენთვის,
დალოცვისა და კურთხევის მეტი
სხვა არაფერი მეთქმის.

ანგელოზთ შორის ამოგარჩიე
სიცოცხლე მინდა შენთვის,
იხარე ჩემო, პატარა ანი,
მე სხვას ვერაფერს გეტყვი.

მოწმენდილ , ცაზე შენი ვარსკვლავი
ანათებდეს და ბრწყინავდეს მუდამ.
შენი სიცოცხლე მე, ღმერთს შევთხოვე
ვარსკვლავსაც მინდა ჩურჩულით ვუთხრა:

რომ გაგიბრწყინოს გზები ცხოვრების
გახარებული იყავ ყოველთვის
გულში ჩაგიკრავ, პატარა ქალო,
ავს არ მოვუშვებ მე შენთან ახლოს.

ბედნიერება და სიყვარული
რაც მაბადია ჩემთვის,
თაიგულივით შეკრული
მომირთმევია შენთვის.

14 ნოემბერი 2009 წელი